შეუძლებელია ერთმა, თუნდაც ლობისტურმა კომპანიამ შექმნას დასავლეთში პოლიტიკური ამინდი - ირაკლი ფავლენიშვილი

სულ ნახვები : 307
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ოცნება“ ცდილობს კრემლის საუკეთესო პროპაგანდისტული ტრადიციებით მოახდინოს დასავლური ინსტიტუტებისა და პოლიტიკური აქტორების დისკრედიტაცია და დემონიზაცია,   -  განუცხადა Cnews-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ  გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ აგებულ პროპაგანდასთან  დაკავშირებით.

ფავლენიშვილის თქმით, შეუძლებელია ერთმა კომპანიამ შეძლოს პრეზიდენტების განცხადებების, ევროპარლამენტის რეზოლუციებისა და გავლენიანი ორგანიზაციების  კვლევების გამოწვევა.

„ოცნება ცდილობს კრემლის საუკეთესო პროპაგანდისტული ტრადიციებით მოახდინოს დასავლური ინსტიტუტებისა და პოლიტიკური აქტორების დისკრედიტაცია და დემონიზაცია.  მას სურს სურათი წარმოაჩინოს ისე, თითქოსდა ლობისტურ კომპანიას  შეუძლია პოლიტიკური ამინდი შექმნას დასავლეთში  და  გამოიწვიოს ისეთი პოლიტიკური ლიდერების განცხადებები როგორიცაა ვოლოდიმირ  ზელენსკი, ემანუელ მაკრონი, მაია სანდუ, მიაღებინოს ევროპარლამენტს რეზოლუციები, „ამნესტი ინტერნეიშენალს“ დასკვნები. სურთ, რომ ასეთი ყალბი სურათი შექმნან, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჯანსაღად მოაზროვნე  ადამიანისთვის გასაგები იქნება რომ შეუძლებელია  ერთმა, თუნდაც ლობისტურმა კომპანიამ შექმნას დასავლეთში პოლიტიკური ამინდი, მითუმეტეს,  ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით,  რომელიც უკავშირდება  უკრაინაში  რუსეთის აგრესიას. სააკაშვილის საკითხი განიხილებოდა ამ კონტექსტში,  ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც სააკაშვილის საკითხი შეტანილი იყო, როგორც  პუტინის პირადი  პატიმრის უკრაინაში  წარმოებული რუსეთის ბარბაროსული ომის კონტექსტში“, - განუცხადა Cnews-ს ფავლენიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა