სირიელი ლტოლვილი ნიურნბერგის სადგურზე პოლიციელებს თავს დაესხა

სულ ნახვები : 248
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სირიელი ლტოლვილი თავს დაესხა პოლიციელებს ნიურნბერგის მთავარ სადგურზე (ბავარიის ფედერალური შტატი-რედ), დაშავდა სამი სამართალდამცავი. ამის შესახებ ოთხშაბათს გამოცემა Bild იტყობინება.

მედიის ცნობით, სამშაბათს საღამოს, 28 წლის სირიელი ნიურნბერგის ცენტრალურ სადგურზე რამდენიმე პოლიციელს თავს დაესხა. თავდამსხმელის ხელში ეჭირა  გატეხილი მინის ბოთლი. შედეგად, კანონდამცველებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

ამჟამად, როგორც გაზეთი წერს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამომძიებლები ასევე იძიებენ, ჰქონდა თუ არა თავდასხმას ისლამისტური მოტივები,  რადგან დამნაშავემ რამდენჯერმე დაიყვირა "ალაჰუ აქბარ".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა