„პენსიონერებისთვის რეფერენტული მედიკამენტების შეძენა უნდა დაფინანსდეს“ - ილონა კოკიაშვილი

სულ ნახვები : 787
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"პენსიონერებისთვის და საშუალო შემოსავლის მოქალაქეებისთვის რეფერენტული მედიკამენტების შეძენა უნდა დაფინანსდეს” - განაცხადა “საქმიან დილაში” ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონა კოკიაშვილმა.

მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, პენსიონერისთვის შეიძლება 100%-ით დაიფაროს მედიკამენტის ღირებულება, საშუალო შემოსავლის მოქალაქისთვის 70%-ით.

“გვესმის, რომ რთული სოციალური ფონი გვაქვს, მოსახლეობას უჭირს და ფინანსური ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე გარკვეულწილად პრობლემაა. მაგრამ თუ წამლის კომპონენტი საყოველთაო დაზღვევის პაკეტში დაემატება, ეს პრობლემა მოგვარდება. გამომდინარე იქიდან, რომ რეფერენტული ფასი ერთ დონეზე აჩერებს ფასს და მის ზემოთ ვერ გაიყიდება, ნებისმიერ ქვეყანაში რეფერენტული ფასი დაწესებულია მედიკამენტებზე, რომლებიც დაფინანსებულია ან სადაზღვევოს, ან სახელმწიფოს მხრიდან. როგორ შეიძლება ეს მოხდეს, სამსჯელოა. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, პენსიონერისთვის შეიძლება ასი პროცენტით დაიფაროს მედიკამენტის ღირებულება, საშუალო შემოსავლის მოქალაქისთვის 70%-ით. აუცილებელი ნაწილია რეფერენტული ფასის რეგულირების ნაწილში დაფინანსების კუთხე”, - აღნიშნა ილონა კოკიაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა