სად შეძლებენ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებას პაციენტები?

სულ ნახვები : 817
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა და აქონდროლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობასთან კოორდინაციითა და პაციენტების უსაფრთხოებისა და მათი სხვა ინტერესების გათვალისწინებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით პაციენტები მედიკამენტის მიღებას სახლთან მაქსიმალურად ახლოს, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში შეძლებენ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გამონაკლისის სახით დასაშვები იქნება პრეპარატის საზღვარგარეთ გატანა კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ პროცედურების განხორციელების პირობით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა