სამედიცინო ჰოლდინგს 1 ლარად 6 სამედიცინო დაწესებულება გადაეცა - აუდიტის დასკვნა

სულ ნახვები : 2,422
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს 2020-2021 წლებში საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, არსებობის ვადით, სიმბოლურ ფასად − 1 ლარად, პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით, გადაეცა 6 სამედიცინო დაწესებულება, - ამის შესახებ  ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშში,  რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნას.

ანგარიშის თანახმად, ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ორგანიზაციის აქციებისა და შპს-ების 100%-იანი წილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლური ფასად − 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ჰოლდინგს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2021 წლის ბრძანების საფუძველზე კი ჰოლდინგმა, როგორც მართვის უფლების მიმღებმა, უსაყიდლოდ არსებობის ვადით, მართვის უფლებით მიიღო  კიდევ ორი  საავადმყოფოს 100%-იანი წილი.

ასევე: 2021 წელს სამინისტროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მართვის უფლებით პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა სს "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 100%.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამინისტრომ  გაცემული სესხის პირობების დარღვევის გამო მიღებული სესხის თანხის დაფარვისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ჯარიმის მოთხოვნით, 2018-2021 წლებში აღძრა სასამართლო საქმე 3 კლინიკის მიმართ.

აქედან ორმა კლინიკამ სრულად დაფარა როგორც სესხის, ასევე დაკისრებული ჯარიმის  თანხა,  ხოლო ბუღალტრულ რეესტრებში ასახულია მხოლოდ  ერთი  კლინიკის − შპს "ალსსის" მიერ სესხის თანხის დაფარვა.

"მესამე კლინიკას − შპს "თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს", 2018 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკისრებული აქვს 70 415 ლარის გადახდა, რომელზეც მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება და დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

საავადმყოფოს მიმართ დაკისრებული ჯარიმა არც სამინისტროს ბუღალტრულ რეესტრებშია ასახული და არც ფინანსურ ანგარიშგებაშია წარდგენილი", - წერია ანგარიშში.

ზემოხსენებული სამი სასამართლო საქმის გარდა, ანგარიშში ნათქვამია, რომ აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია, არის თუ არა  გაწერილი გაცემული სესხის მართვასთან დაკავშირებული მონიტორინგის პროცედურები და მისი აღსრულების პროცესი; რა ღონისძიებებს ატარებდა სამინისტრო წლების განმავლობაში იმის დასადგენად, ასრულებდნენ თუ არა სესხის მიმღები ორგანიზაციები ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.

"კერძოდ, სამინისტრომ ვერ წარმოგვიდგინა:

სესხის მიმღები ორგანიზაციებისათვის სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი და უწყვეტი მიწოდების კრიტერიუმები, რომელთა დარღვევაც დაექვემდებარებოდა დაჯარიმებას;

იღებდა თუ არა სამინისტრო წლების განმავლობაში სადაზღვევო კომპანიის − „არქიმედე გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველისაგან ინფორმაციას სესხის მიმღებთათვის კრედიტის დაფარვის შესახებ. მხოლოდ მიმდინარე აუდიტის პერიოდში, აუდიტის ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისად, შედგა აღნიშნული კომუნიკაცია;

სამედიცინო დაწესებულების შესახებ ყოველკვარტალური ინფორმაცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების სისტემიდან ან 6-თვიანი აუდიტორული დასკვნები;

ინფორმაცია და შესაბამისი  დოკუმენტაცია  გაცემული სესხების ხარჯვასთან დაკავშირებით".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა