„გამარჯვება ოთხი წლის შემდეგ“ - თეონა ბაკურიძემ აჭარის ტელევიზიას სასამართლო დავა მოუგო

სულ ნახვები : 205
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ყოფილმა ჟურნალისტმა, თეონა ბაკურიძემ, ოთხი წლის შემდეგ სასამართლო დავა მოუგო.

დღეს, 26 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ბაკურიძის საქმეზე, პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი გააუქმა და უკანონოდ ცნო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის განცხადება, ბაკურიძის ეთერიდან მოხსნის თაობაზე.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბრძანებები - ჩემი ეთერიდან მოხსნის და გათავისუფლების შესახებ. (არ ვიცი შერცხვება თუ არა პირველი ინსტანციის მოსამართლეს, მაგრამ მახარებს რომ სისტემაში არიან კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც. სააპელაციოში კოლეგიის თავმჯდომარე იყო  მალხაზ ჩუბინიძე, მოსამართლეები -

ირმა პერანიძე და ინდირა მაშანეიშვილი)

სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო რომელიც მოიგეს - 4 წელი.

სჭირდებოდათ ჩვენი ჩამოცილება სარედაქციო პოლიტიკიდან.

ჩემს ადვოკატს ანა ბეძენიშვილს ვულოცავ, ჩემს კოლეგებს. ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ „ოცნების“ ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო „აჭარის ტელევიზიის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.  შეგიძლიათ ერთ გამოშვებას შეხედოთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით.

პ.ს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დისკრიმინაციის ნაწილი - რაზეც დავას გავაგრძელებთ.  მაუწყებელს დააკისრა კომპენსაცია (6 თვის ხელფასის სახით) სავარაუდოდ ვერ აღდგენისთვის.

მადლობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, რომელსაც ასეთი დახმარების გაწევისთვის, ამ სისტემის მხილებისთვის - აგენტად გამოცხადებას უპირებს ეს ხელისუფლება“, - წერს ბაკურიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ, სხვა ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების სასამართლო დავები ჯერ კიდევ გრძელდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა