თითოეულ წამს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა - აკია ბარბაქაძე შოვში მიმდინარე პროცესებზე

სულ ნახვები : 377
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სამაშველო სამსახურს ვერტმფრენი არ ჰყავს, შესაბამისად ვერ აგრძელებენ სამაშველო სამუშაოებს“ - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში აკია ბარბაქაძემ ისაუბრა.

მისი თქმით იმისათვის, რომ გაგრძელდეს სამაშველო სამუშაოები საჭიროა მეზობელი ქვეყნების დახმარება, მათი ვისაც ჰყავს ვერტმფრენი, რომელიც შეძლებს რომ ღამის მანძილზე იმუშაოს.

„სასწრაფოდ არის დასარეკი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვისაც ჰყავს ეს ვერტმფრენები და ისინი ჩვენ ყოველთვის გვეხმარებოდნენ, ისევე როგორც ჩვენ მათ და არ მგონია, რომ უარი თქვან დახმარებაზე.

ამაღამვე უნდა გაგრძელდეს ძებნა, არ შეიძლება ამ ხალხის მიტოვება ასე.

აუცილებელი აეწყოს საინფორმაციო სამსახური, რომელიც მოშლილია და არა არსებობს, რომ არავინ არ გამოგვრჩეს, რადგანაც იყო სეზონი და არის საკურორტო ზონა, შესაბამისად დღეს ადამიანები ცდილობენ დაადგინონ სად არიან თავიანთი ოჯახის წევრები“, - განაცხადა მან.

ბარბაქაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელისუფლებას ადამიანების ბედ-იღბალი არ ადარდებს.

„რასთან გვაქვს საქმე? ესე იგი მათ არავინ არ ადარდებთ, თუმცა ამაზე საუბარი ახალა არ შეიძლება, რადგანაც გასაგრძელებელია სამაშველო ოპერაცია, თითოეულ წამს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - განაცხადა ბარბაქაძემ. 

შეგახსენებთ, შორში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 2 ადამიანია დაღუპული, ასევე ეძებენ სამ მცირეწლოვან ბავშვს და მათ დედას, რომელთან კონტაქტი, ოჯახს აღარ აქვს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა