რა შეზღუდვებს დაუწესებს ოთარ ფარცხალაძეს საქართველო?

სულ ნახვები : 1,232
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

„საქართველო ასრულებს ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს და ამის აღსრულება საქართველოში ხდება ძალიან ეფექტურად“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს, 15 სექტემბერს განაცხადა.

მისი თქმით, დასანქცირებულ ადამიანებს აქვთ საკუთარი აქტივების გამოყენების უფლება და ეს აპრობირებულია იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც თავად ასანქცირებენ ამა თუ იმ პირს.

„რაც შეეხება, უშუალოდ სახელმწიფოსთან დაკავშირებას ნებისმიერ პირის ვინც იქნება ან არის სანქცირებული, ბუნებრივია ასეთი ტიპის დაკავშირება არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია ა იქიდან გამომდინარე, რომ არცერთხი სახელმწიფო მსოფლიოში არ არის და ვერ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი პირის ქმედებაზე და ბევრი მაგალითი არსებობს, რომ თავად იმ ქვეყნებში ვისაც დაწესებული აქვს სანქციები, მაგალითად ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აშშ, დიდი ბრიტანეთი.

სანქციების აღსრულება ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს გარკვეულწილად ყველა ის შეზღუდვა, რომელიც უშუალოდ სანქციებთან არის დაკავშირებული.

ბუნებრივია საკუთარი აქტივების გამოყენების საშუალება ნებისმიერ პირს აქვს. საქართველოში არ არსებობს მოქმედი და არამოქმედი კომპანია, რომელსაც სანქციები გვერდის ავლა მოეხერხებინა, მათ შორის იგულისხმება ყველა იურიდიული პირი რომელიც არის საქართველოში დაფუძნებული“, - განაცხადა ხუციშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა