ხელისუფლებას ეშინია აქციების - ანა წითლიძე

სულ ნახვები : 331
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ასეთი არაერთი გვინახავს სუსი-ს მიერ გამოგორებული და მერე შეწყვეტილი, მაგრამ ამის მთავარი მიზანი არის, რომ გადაფარონ ფარცხალაძის ამბავი“ - ასე აფასებს CNews- თან საუბრისას ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე, სუსი-ს მიერ დღეს, 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებას. 

მისი თქმით, ფარცხალაძის საკითხის გადაფარვის მცდელობის გარდა, ხელისუფლება არის გაურკვევლობაში, რადგანაც არ იცის საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ამის ფონზე კი მას კარგად ახსოვს მარტის აქციები, შესაბამისად არის გარკვეული სახის შიში. 

„როგორი ამბავია, როდესაც დასანქცირებულია ყოფილი პროკურორი და თან მხოლოდ ყოფილი პროკურორი, ხომ არ არის? არის ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი და ბერა ივანიშვილთან მირონით არის დაკავშირებული.

წარმოიდგინეთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ სამართალდამცავების მთავარი მაკონტროლებელი დაუსანქცირა ამერიკამ, რუსეთის გავლენის გაძლიერების გამო ამ ქვეყანაში. წარმოიდგინეთ ახლა ასეთი რამდენი საქმეა აღძრული უწყებაში. ისიც ხომ სიმბოლურია ვის ახსენებენ. გია ლორთქიფანიძეს და მამუკა მამულაშვილს, ორივეს უკრაინის ეროვნული გმირის წოდება აქვთ მინიჭებული და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. ერთი სამხედრო დაზვერვაშია (ლორთქიფანიძე) და მეორე, მამუკა მამულაშვილი წინა ხაზზე იბრძვის, ანუ რეალურად სამიზნეები არიან ის ადამიანები, რომლებიც იდევნებიან იქიდან (რუსეთი).

ხელისუფლებას ეშინია აქციების, რადგანაც მაქს აქვს მარტის აქციების გამოცდილება. ისინი შემთხვევით არ ახსენებენ ევრო მაიდანს, ამით დისკრედიტაციას ცდილობენ. ევრო მაიდანი რა იყო, ის იყო სიმბოლო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის და რა თქმა უნდა ეშინიათ მსგავსი სცენარის, თან აქვთ გამოცდილება მარტის აქციების, თან არ იციან ამ კანდიდატის სტატუსს მისცემენ თუ არ მისცემენ. საქართველოს მოქალაქეები თუ გადაწყვეტენ, რომ მაგ ფორმით გააპროტესტონ, მაგას ვერ უშველის მერე ვერც სუსი-ს აღძრული საქმე და ვერაფერი, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული“, - განაცხადა წითლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა