პრეზიდენტის პოზიცია არის სრული აბსურდი და ივანიშვილის რეჟიმის მსგავსად, არღვევს ქართულ კანონმდებლობას - გიგა ბოკერია

სულ ნახვები : 6,717
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტის პოზიცია არის სრული აბსურდი და ივანიშვილის რეჟიმის მსგავსად, არღვევს ქართულ კანონმდებლობას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს.

გიგა ბოკერია ეხმაურება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას.

„ტყუილია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძეს ვერ გაასამართლებს ქართული სახელმწიფო.

პრეზიდენტის პოზიცია არის სრული აბსურდი და ივანიშვილის რეჟიმის მსგავსად, არღვევს ქართულ კანონმდებლობას“, – წერს ბოკერია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
სოცმედია ► Მეტის ნახვა