საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედ თანატოლებს უგოლოდ დაშორდა

სულ ნახვები : 174
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

17 ოქტომბერს, ევრო 2025-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში შვედეთს უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა.

მიუხედავად იმისა, რომ რამაზ სვანაძის გუნდმა ქულები დაკარგა, ჯგუფიდან გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს. თუმცა, ახლა საქმე უფრო გაურთულდათ.

არადა, ჩვენებს 3 ქულის აღებაც შეეძლოთ, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს.

ჩვენივე ჯგუფში კაცნაკლულმა მოლდოვამ შინ ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა.

ახლა სატურნირო მდგომარეობა ასეთია: ნიდერლანდები 12 ქულით ლიდერობს; საქართველოსა და შვედეთს 7-7 ქულა აქვთ; შემდეგ 6-ქულიანი მოლდოვა მოდის; მაკედონიელებს 3 ქულა აქვთ; გიბრალტარი კი ქულის გარეშე ბოლოა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა