თქვენ არასოდეს გიღალატიათ ბიძინა ივანიშვილისთვის - ხატია დეკანოიძე

სულ ნახვები : 215
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბიძინა იავანიშვილი თუ იტყვის ვარდისფერზე, რომ შავია თქვენც იტყვით, რომ შავია. თუ იტყვის სალომე ზურაბიშვილზე ხვალ, რომ კარგია თქვენც იტყვით, რომ კარგია აი ეს ხალხი ხართ თქვენ“ - ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა წევრმა ხატია დეკანოიძემ დღეს, 18 ოქტომბერს გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ღალატობს საქართველოს მაშინ, როდესაც ის არ ითვალისწინებს ევროპარლამენტარების რჩევებს და ევროპის დამოკიდებულებას, ოცნების პოლიტიკის მიმართ. 

„ბორელი როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იყო შეხვედრა და ბორელმა რომელმაც უნდა მიიღოს გადაყწვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ბორელმა თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ძალიან ცუდი გზავნილი საქართველოდან, რომელიც შეიძლება ჩამოვიდეს ევროპაში.

ახლა გეკითხებით, როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ იმპიჩმენტი შეეძლება იყოს დაბრკოლება საქართველოსთვის და რაზე იმპიჩმენტი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, ამისთვის მაკრონს, რომ შეხვდა?

თქვენ რატომ არ ხვდებით მაკრონს? ღარიბაშვილი რატომ არ ხვდება ღარიბაშვილი მაკრონს? ეს არის ღალატი, მე არასოდეს მიღალატია ჩემი ქვეყნისთვის და თქვენ არასოდეს გიღალატიათ ივანიშვილისთვის. ეს იმიტომ გააკეთეთ, რომ ივანიშვილის კი არ გიყვართ ძალიან, უბრალოდ ივანიშვილმა იცის როგორ უნდა შეაკავოს ის ჩინოვნიკები, რომლებიც ზიხართ თანამდებობაზე და ეს არის ფული, რომელიც ძალიან გაინტერესებთ და სულ არ გაინტერესებთ რას იტყვის ხალხი ამ ცირკი რომელიც მოაწყვეთ“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა