პუტინმა რუსი სპორტსმენების ოლიმპიადიდან მოკვეთას დისკრიმინაცია უწოდა

სულ ნახვები : 220
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთში სპორტული ფორუმი შედგა, სადაც სიტყვით პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც გამოვიდა, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებას, რუსი სპორტსმენების ეთნიკური დისკრიმინაცია უწოდა.

„ოლიმპიადას, როგორ პოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტს ისე იყენებენ. არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათი გადაწყვეტილება უხეშია და რუსების ეთნიკური დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს“, – განაცხადა პუტინმა.

პერმში გამართულ ფორუმზე სიტყვით რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც გამოვიდა და აღნიშნა, რომ რუს სპორტსმენებს სანქციები 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოეხსნება.

IOC-მა რუსი სპორტსმენები ოლიმპიური თამაშებიდან იმიტომ მოკვეთა, რომ ქვეყნის ეროვნულმა კომიტეტმა შემადგენლობაში დონბასის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს არაღიარებული რესპუბლიკებისა და ოლქების სპორტსმენები შეიყვანა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა