ლოთარ მათეუსი: ჰალანდი მესიზე უკეთესი იყო, დაჯილდოება ფარსი გამოდგა

სულ ნახვები : 311
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბუნდესგუნდის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი „ოქროს ბურთის“ 67-ე დაჯილდოებას ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ ლეო მესი ჯილდოს არ იმსახურებდა.

„ჰალანდი საუკეთესო იყო და მთელი წლის განმავლობაში უკეთესად ითამაშა, ვიდრე მესიმ. არგენტინელის არჩევით დაამტკიცეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ერთი თვე უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე სხვა დანარჩენი.

არადა, ჰალანდმა მანჩესტერ სიტისთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, დაამყარა გოლების რეკორდი... ამიტომ მგონია, რომ ეს დაჯილდოება იყო ფარსი. თუმცა, ყოველთვის მესის გულშემატკივარი ვიყავი“, – განაცხადა მათეუსმა.

ცნობისთვის, მათეუსი თავად არის „ოქროს ბურთის“ (1990) მფლობელი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა