ე.წ სამხრეთ ოსეთის ეროვნული ბანკი უკრაინის ომისადმი მიძღვნილ მონეტას წარადგენს

სულ ნახვები :
253




...
23 ნოემბერს ე.წ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული ბანკი წარადგენს სამახსოვრო მონეტას, რომელიც გამოშვებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრის პატივსაცემად.
“სამახსოვრო მონეტა „SVO“ ეძღვნება უბადლო ნებისყოფას, სიმამაცეს, ვაჟკაცობასა და გმირობას, სიმბოლოა რუსი და ოსი ჯარისკაცების სამხედრო ძმობის, ისტორიული და სულიერი კავშირის რუსეთსა და ოსეთს შორის. მონეტის ნომინალია 25 სარინი“, - ნათქვამია განცხადებაში.
23 ნოემბერს ე.წ სამხრეთ ოსეთი სიმამაცისა და ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავს.