უბრალოდ პარლამენტარობა უნდათ - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

სულ ნახვები : 299
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უბრალოდ, პარლამენტარობა უნდათ. აქ ბალანსი უნდა მოძებნონ რაღაცნაირად, თორემ დემოკრატიულმა სამყარომ პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის ბალანსი მოძებნა. ამისთვის ძირითადად ცივილიზებული სამყაროს უფრო მეტ ქვეყანაში დაადგინა, რომ არის 5%-იანი ბარიერი - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 20 ნოემბერს ისაუბრა. 


მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევა დღის წესრიგში არ დგას და არ განიხილება, რადგანაც ევროკავშირის წევრ ქვეყნების უმეტესობაში საარჩევნო ბარიერი სწორედ 5%-ით არის განსაზღვრული. 


„ „გახარიებმა“ დღეს პირველად გააკეთეს სწორი განცხადება, რადგან მათთვის სულ ერთია, გინდა 5%-იანი ყოფილა, გინდა 15%-იანი, ვერც ერთს ვერ ლახავენ. ამიტომ სწორია მათი განცხადება, მათთვის სულერთია. ბარიერის დაწევა არ განიხილება, რადგან საითკენაც ჩვენ ვიღწვით, სადაც ჩვენ შევდივართ, ანუ, ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში ბარიერი სწორედ 5 პროცენტია, მათ შორის, კანდიდატ ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომ ვერც ერთი გაერთიანება ვერ მოუწოდებს და ვერ დააძალებს სხვა ქვეყანას, რაც მასთან არის, იმის საპირისპირო გაკეთდეს რომელიმე ქვეყანაში“, - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა