გაასამმაგონ თუ უნდათ ბარიერი, ჩვენ აქ სათამაშოდ არ ვართ - ბექა ლილუაშვილი

სულ ნახვები : 186
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გაასამმაგონ თუ უნდათ ბარიერი, ჩვენ აქ  სათამაშოდ არ ვართ -  ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა  განაცხადა  განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია თაღლითობს,  როდესაც აცხადებს ოპოზიციურ პარტიებზე, რომ ხელისუფლების ცვლილების ამბიცია აქვთ და ბარიერს ვერ ლახავენ. 

„ხელისუფლების ცვლილების ამბიცია აქვთ და ბარიერს ვერ ლახავენო, - ურცხვად ამ ორ მოცემულობას აკომბინირებენ და თავის საოცნებო წარმოსახვაში, რეიტინგების გაყალბებულ შედეგებში [აცხადებენ] - მერე სად მიდიან ნაცებს ეკვრებიანო?  უკაცრავად, მაგრამ  ეს არის პოლიტიკური თაღლითობა. ბარიერი დაწიონ კი არა ისტორიულ მინიმუმზე გაზარდონ,  7 პროცენტია ისტორიული მინიმუმი, გაასამმაგონ, ჩვენ აქ  სათამაშოდ არ ვართ. ეს უნდა დამთავრდეს,  ნაცქოცური - რადიკალური ხელისუფლებისა და  ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ტყვეობა ყოფნა ამ ქვეყნის უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.  

შეგახსენებთ, ევროპელი პარტნიორებისა და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნის მიუხედავად,  „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე უარს აცხადებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა