ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური აქტი განახორციელოს - ხატია დეკანოიძე

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს პოლიტიკური აქტი, სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ეს იქნებოდა ძალიან გაბედული ნაბიჯის გადადგმა, მიუხედავად მმართველი პარტიის მუქარისა. 

„სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს ის საქმეები, რომლებიც მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური აქტი განახორციელოს. ეს პოლიტიკური აქტი იქნებოდა ალბათ პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თუ მოვუსმენთ ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს, მაგრამ ძალიან გაბედული აქტი იქნებოდა», -განაცხადა დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა