„ამ წელსაც გადაწყვიტეს რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი „ჩუმად“, ანუ სიმღერის, კონცერტების გარეშე“ - ნინო ქათამაძე

სულ ნახვები : 1,087
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ამ წელსაც გადაწყვიტეს რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ,,ჩუმად,, ანუ სიმღერის-კონცერტების გარეშე“, - ამის შესახებ მომღერალი ნინო ქათამაზე სოციალურ ქსელში წერს.

მომღერალი, სავარაუდოდ, არც ერთ წინასაახალწლო ღონისძიებაში არ მონაწილეობს, რის შესახებაც ის მალე ფეისბუქ-ლაივში თავად ისაუბრებს და ახსნის მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

„ამ წელსაც გადაწყვიტეს რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ,,ჩუმად,, ანუ სიმღერის-კონცერტების გარეშე, იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ… (ვინ? ..იმედი მაქვს ხვდებით) და ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, რადგან აქაც არ დაიშურეს ძალები.

სამწუხაროდ ვერც ერთ ქალაქში ვერ შევხდებით, განსაკუთრებულიად მტკივა ჩემი ბათუმი.. ამ დღეებში აუცილებლად ჩაგერთვებით ფბ-ზე, რადგან ვთვლი რომ უნდა იცოდეთ დეტალები, სანამ კიდევ რამე ,,მომაწერეს და დამაბრალეს,,..

#ჩვენსიყვარულიგადაგვარჩენს

პატივისცემით“, - წერს ნინო ქათამაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები