ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა, ფასების მკვეთრი ზრდა იყო იმ მედიკამენტებზეც, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ ვრცელდებოდა - ზურაბ აზარაშვილი

სულ ნახვები : 704
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა, კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა. ასევე, ფასების მკვეთრი ზრდა იყო იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ ვრცელდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული და სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება.

„სამწუხაროდ, დამატებით ტენდენციაა, როცა ფასები იზრდება ისეთი მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტული არ არის. შეიძლება, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. ამაზეც ყოველთვის გვექნება მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად თავიდან იქნება აცილებული“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა