დროებით ოკუპირებული ცხინვალი მოუწოდებს თბილისს, „ილუზიები“ მოიშოროს

სულ ნახვები : 2,096
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევი  გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დონეზე ადრეც გაკეთდა. აშკარაა, რომ ისინი ჩვენთვის არ არის აქტუალური. ოს ხალხს, რომელმაც არაერთხელ გამოსცადა სამხრეთელი მეზობლის „მშვიდობა“, მშვენივრად ესმით ასეთი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ღირებულება. ჩვენ მოგიწოდებთ, მოიშოროთ თქვენი ილუზიები და მიიღოთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები, რომელიც გაჩნდა რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ“, - განუცხადა ჯიოევმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-ს.

პარლამენტში დასამტკიცებლად გაგზავნილ ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამაში მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კურსის გაგრძელებას გეგმავს.

მმართველი ქართული ოცნების ყრილობაზე გამოსვლისას კობახიძემ პარტიის მთავარი მიზნები დაასახელა. მათ შორისაა „საქართველოს ფიზიკური და სულიერი გაერთიანება“, „საქართველო აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, აფხაზებთან და ოსებთან ერთად“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა