„პოლიტიკური სიბეცე“ - თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე
...
„პოლიტიკური სიბეცე“ ასე აფასებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მილოცვას.
თეა წულუკიანის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი დავალებას ირებს უცხოელი პატრონებისგან.
„გვინდა, ყველას შევახსენოთ, შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ბოლო წლებში რეგიონში გაზრდილია გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების რისკები, საქართველოს მთავრობა დღენიადაგ ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს. ამ ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცოს ჩვენს მეზობელ პარტნიორ, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ამას კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ეგრეთ წოდებული პატრონებისგან, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე. მისი მიზანი უნდა იყოს, როგორც პრეზიდენტმა, წინასწარ დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები, მაქსიმალურად მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა იქონიოს ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, თუმცა როგორც ჩანს, მისი მიზანია, მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, გაიზარდოს ეკონომიკური საფრთხეები და ასე შემდეგ. ეს, სულ მცირე, დასანანია. ასევე, გაზიარებული ვერ იქნება ახსნა, რომ ჯერ საბოლოოდ არ არის დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ალიევს. ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როცა ქალბატონმა სალომემ არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა მაკრონს, რაც ბუნებრივი და მისასალმებელი იყო“, – განაცხად თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არჩევნებში 4 დღის წინ 92%-ით გაიმარჯვა.