ახალი თავდაცვის მინისტრი კომპრომისებზე წასვლას არ აპირებს

სულ ნახვები : 382
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ვიყო სრულად ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით თუ რა შეზღუდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში და როგორია ფინანსური მდგომარეობა მთლიანად სექტორის და სისტემის - ეს განცხადება დღეს, 12 თებერვალს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მინისტრმა მედიასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ შეიძლება დაინტერესდეს იმ საკითხებით, რომელიც მისი წინამორბედის დროს გახმაურდა.

„პირობას გაძლევთ, რომ კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, რომ კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე.

კომპრომისი არ იქნება არც კვებით ნაწილში, არც სხვა უზრუნველყოფის ნაწილში. თუ არის რაიმე პრობლემა მოიძებნება გადაჭრის გზა და მენეჯმენტის გაუმჯობესება, თუ რა არის გასაანალიზებელი ამაზე ალბათ აუდიტიც დაინტერესდება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა