ქართველი ერის წინაშე ჩაიდინა ძალიან დიდი დანაშაული - იგორ ნარმანია კობახიძეზე

სულ ნახვები : 380
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იგორ ნარმანია, მოქმედი პრემიერ-მინისტრის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს, სპიკერის სავარძელში რუსი პოლიტიკოსის გავრილოვის ჩასმას იხსენებს და აცხადებს, რომ ამით კობახიძემ ქართველი ერის წინაშე უდიდეს დანაშაული ჩაიდინა.

ნარმანიამ აღნიშნული განცხადება, კანცელარიასთან, სტუდენტების აქციაზე გააკეთა.

„მან (ირაკლი კობახიძე) მოღალატეობრივად, გავრილოვი ჩასვა იმ სავარძელში საიდანაც ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამით ქართველი ერის წინაშე ჩაიდინა ძალიან დიდი დანაშაული“ , - განაცხადა ნარმანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა