ერთი ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციონერი - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი და მასაც თავისი როლი აქვს, - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის მისამართით.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმაზე მეტად რადიკალურია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“.

„მან ილაპარაკა უფრო რადიკალურად და უფრო ცუდად, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც კი ლაპარაკობდნენ. ახლა მათ კონსტრუქციულის როლი მოირგეს, ერთ თვეში კვლევა აქვთ ჩასატარებელი. სალომე ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალია, ვიდრე „ნაცები“ არიან. „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა. დაახლოებით იმ როლშია, რა როლიც დაავალეს „ლელოს“ და გახარიას“, - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები