„ლელოსგან“ კარგს არაფერს ველით - დავით მათიკაშვილი

სულ ნახვები : 237
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ დაჯგუფებამ თავის რადიკალიზმში თვით „ნაციონალური მოძრაობის“ ასე ვთქვათ, ორთოდოქს ნაწილსაც გადაასწრო - ასე აფასებს პარტია „ლელო“-ს ბოიკოტს ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, სხვა პოლიტიკური ჯგუფების ქმედებებს ისინი აკვირდებიან.

„ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება ჩვენი პრიორიტეტია. ეს საზოგადოებამ კარგად იცის და ამაზე უმრავლესობა აქტიურად მუშაობს. ამ დაჯგუფებამ თავის რადიკალიზმში თვით „ნაციონალური მოძრაობის“ ასე ვთქვათ, ორთოდოქს ნაწილსაც გადაასწრო. ასე, რომ „ლელოსგან“ კარგს არაფერს ველით. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მათი უმოქმედობა ხელს ნამდვილად არ შეუშლის 9 რეკომენდაციის შესრულებას და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებას. თუ კი მათი მხრიდან პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგმება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენც პოზიტიურად შევაფასებთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა