ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი გახელაძის ოაჯხის 10-დღიანი ულტიმატუმი „ოცნებას“

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მოვითხოვთ, საქმეში ჩაერთონ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლებაში,“ - განაცხადა დღეს, 14 ივნისს,

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზმა.

ამასთან, 33 წლის მამაკაცის ოჯახი ხელისუფლებას ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად 10-დღიან ვადას აძლევენ. 

„პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ მაისის ბოლოსთვის შედეგს დადებდა და ეს შედეგი იქნებოდა ზაზას გათავისუფლება, მაგრამ არაფერი მომხდარა. მოვითხოვთ, საქმეში ჩაერთონ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლებაში. იქნებ, ეს ფორმატი ზაზასთანაც ამოქმედდეს, რომ დროულად გათავისუფლდეს", - ამბობს ბუთხუზი.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა