პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს

სულ ნახვები : 155
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიუროს სხდომაზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.

კანონპროექტის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე უგრძელდება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის , ხატია დეკანოიძის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტით ირღვევა კონსტიტუცია, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტს უნდა ჰქონდეს უფლება და ვალდებულება, გადაწყვიტოს, რა შეზღუდვები უნდა დაადგინოს მთავრობამ. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ მე-9 მოწვევის პარლამენტში მიმდინარეობდა მსჯელობა.

„მაშინ მოხდა შეთანხმება ამ ფორმატზე. ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას, ამაზეც ვიმსჯელეთ და არ მახსენდება, რომ ვინმეს საპარლამენტო ან არასაპარლამენტო ოპოზიციიდან გამოეთქვა მსგავსი მოსაზრება“, -აღნიშნა კახა კუჭავამ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, მსოფლიო დღეს ისევ პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს და რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამედიცინო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით მიიღება.

„დღეს 700 ადამიანია დამძიმებული კლინიკური ვითარებით კლინიკებში, აქედან 200 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო საზოგადოება ვარაუდობს, რომ კიდევ იქნება მეოთხე ტალღა, ამიტომ რეგულაციების სიფრთხილე და გადაწყვეტილებები ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, მიიღება ეპიდემიოლოგების, სამედიცინო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით და ზოგადი სიფრთხილით, რის გარეშეც პანდემიამ, შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგი დააყენოს“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა