დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმულმა ადამიანმა 117 წლის იუბილე აღნიშნა
...
დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმულმა ადამიანმა, მარია ბრანასმა 117 წლის იუბილე აღნიშნა. ქალი ესპანეთის ქალაქ ჟირონაში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს.
მარია პამპლონელი ჟურნალისტის ქალიშვილია. იგი 1907 წლის 4 მარტს სან ფრანცისკოში დაიბადა. მოგვიანებით, ოჯახი ესპანეთში დაბრუნდა, მაგრამ მოგზაურობის დროს, მარიას მამა ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა, თავად კი, ცალ ყურში დაყრუვდა.
მარიას სამი შვილი და 11 შვილიშვილი შეეძინა. მაგრამ უფროსი ვაჟი აუგუსტო ავარიაში დაეღუპა.
თუ მარია კიდევ 65 დღე იცოცხლებს, ის ისტორიაში ოფიციალურად დარეგისტრირებულ ყველაზე ხანდაზმულთა ათეულში შევა. აღსანიშნავია, რომ ათეულში არც ერთი კაცი არ არის.
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72,8 წელია. აბსოლუტური რეკორდი ამჟამად, ფრანგ ქალს, ჟან კალმანს ეკუთვნის, რომელმაც 122,5 წელი იცოცხლა და რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა.