რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია, პროფესიული საქმიანობის გამო, ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდა

სულ ნახვები : 422
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია, პროფესიული საქმიანობის გამო, ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ავრცელებს და წერს, რომ მის უფლებებს სწორედ ის იცავს.

ორგანიზაციის ცნობით, ეკა კვირკველია რეპროდუქტოლოგი (მოიცავს გინეკოლოგიასა და ანდროლოგიას), სექსოლოგი, ასევე კავკასიისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია აწარმოებს პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს ონლაინ პლატფორმებზე, სადაც საუბრობს მის პროფესიულ საქმიანობაზე და ათასობით მკითხველი ქალი ჰყავს.

კვირკველია ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე, მისი პროფესიული საქმიანობის გამო გახდა. მის მიმართ დაფიქსირდა სისტემატური ონლაინ სექსუალური ძალადობის ფაქტები, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი კომენტარების და კორესპონდენციის ფორმით.

"2024 წლის 5 მარტს PHR-ის ხელმძღვანელი და ამავე დროს, მოქმედი ადვოკატი, თამარ გაბოძე, ეკასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. ეკას და მისი ადვოკატის ინიციატივით, საქმეში ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტიც. ამ დროისთვის საქმეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. PHR-ი მოელის, რომ ეკა კვირკველიას მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე სახელმწიფოს მიიღებს მკაცრ, მყისიერ და ადეკვატურ ზომებს.

ეკას პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა და მის მიმართ განხორციელებული ონლაინ სექსუალური ძალადობის უპასუხო დატოვება, იქნებოდა ეკას მრავალათასიანი მსმენელი ქალისთვის გზავნილი, რომ ამ სახელმწიფოში სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები ქალებისთვის აკრძალულია. სახელმწიფოს უმოქმედობა გამოიწვევს ქალების პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის უფლებების დარღვევას. ამ გზავნილის სანაცვლოდ, ჩვენ ეკას და სხვა ქალების გაძლიერებას ვემსახურებით, რათა, არცერთი წუთით, თავი დაუცველად არ იგრძნონ ონლაინ, გენდერული ძალადობის წინაშე.

საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას, საქმის მიმდინარეობისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული ზომების შესახებ", - წერს PHR-ი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა