სახლები ინგრევა - შუქრუთის მოსახლეობა „ჯორჯიანმანგანეზს“ უპირისპირდება

სულ ნახვები : 1,006
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჯორჯიანმანგანეზს“ სოფელ შუქრუთში მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.  ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.  ისინი სოფლიდან გასახლებას ითხოვენ.

მათი თქმით, „ჯორჯიანმანგანეზმა“ დაპირება არ შეასრულა და მათ ადეკვატური კომპესაცია არ გადაუხადათ.

ადგილობრივების თქმით,   სოფელში მათი საცხოვრებელი სახლების ქვემოთ მიმდინარე სამუშაოები სოფელში ცხოვრებას გაუსაძლის ხდის, ვითარდება მეწყრული პროცესები და მათი სახლებელი სახლები ინგრევა.

„ჯორჯიანმანგანეზმა  იძულებეული გაგვვხადა, გარეთ  გამოვსულიყავით, ის დაპირებები, რაც ჰქონდათ ჩვენს მიმართ, არ შეასრულეს“ - აცხადებენ შუქრუთელები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა