10 ხელმოწერა ვერ შეაგროვეს 110 დელეგატიდან - ვაშაძე „ოცნების“ ევრონესტის დელეგაციაზე

სულ ნახვები : 196
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ევრონესტის ყველა დელეგატი, ევროპარლამენტარები, ყველა გაოცებულია იმ ტყუილებით, რომლებზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს, - ამის შესახებ დღეს, 21 მარტს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან აქვს გაფუჭებული ევროკავშირში სახელი „ქართულ ოცნებას“ და ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ვერ მოახერხეს, რეზოლუციის დასაინიცირებლად მინიმალური ოდენობის ხელმოწერის შეგროვებაც კი.

„წარმოიდგინეთ, რომ 10 ხელმოწერა ვერ შეაგროვეს 110 დელეგატიდან, რომ თუ უნდოდათ რაიმეს ინიცირება, დაეინიცირებინათ. შესაბამისად, ეს მიუთითებს, რომ ამ ხალხის და ივანიშვილის გზა არ მიდის ბრიუსელისკენ, არ მიდის ევროპისკენ, არ მიდის ევროკავშირისკენ, მათ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ, რომ ძარცვონ ქვეყანა, ხალხის კიდევ უფრო გააღარიბონ და ძარცვონ ქვეყანა. ეს არის მათი ამოცანა და აქედან გამომდინარეობს ყველაფერი სი რაც ხდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა