ყოველდღე საუბრობენ „ახალზე“, რაც ცხადყოფს, რომ ძალიან ღელავენ - თენგო თევზაძე კობახიძის განცხადებაზე

სულ ნახვები : 237
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ყოველდღე საუბრობენ „ახალზე“, რაც ცხადყოფს, რომ ძალიან ღელავენ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის შემდეგ - განუცხადა Cnews-ს პოლიტიკური პარტიის „ახალი“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებების კომენტირებისას.

თევზაძის თქმით, საუბარი ინაზე რომ ლიდერებს, გვარამიასა და მელიას შორის დაპირისპირებაა, ოცნების პროპაგანდის ნაწილია. მისივე თქმით,  ორი გუნდის გაერთიანების პროცესი  იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. 

„ის რომ პრემიერ-მინისტრი თითქმის  ყოველდღე საუბრობს  „ახალზე“ და ახალ ერთობაზე, ეს ცხადყოფს, თუ  როგორ ღელავენ ისინი ახალი პლატფორმის შექმნისა და ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაწყების შემდეგ. რაც შეეხება იმას, ჩვენ რამდენ პროცენტსა მივიღებთ, ამას შემოდგომის არჩევნები აჩვენებს.  არჩევნებამდე კი ჩვენი ამოცანა და სტრატეგია არის, რომ „ახალი“ გახდეს უკვე მთავარი ოპოზიციური პარტია -  წინასაარჩევნო კვლევებით ჩვენ ვიყოთ მთავარი ოპოზიციური ძალა და შემდეგ უკვე დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ამისთვის პარტია „ახალი“ და ჩვენი ლიდერები - ნიკა გვარამია და ნიკა მელია ყველაფერს აკეთებენ.

რაც შეეხება იმ ჭორს, რომელსაც ქართული ოცნება, მისი პროპაგანდისტული არხებით ტირაჟირებას ახდენს, რომ თითქოს პარტიის შიგნით არის პრობლემები, არასერიოზულია. შეგიძლიათ, ნახოთ ჩვენი ყოველდღიური  მუშაობის რეჟიმი, როგორ ვმუშაობთ, რას ვაკეთებთ -  - ორი გუნდის გაერთიანება ხდება და ეს პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ვინმე  წარმოიდგენდა. მგონი „ქართული ოცნება“ ამის გამო ღელავს“, - განუცხადა Cnews თენგო თევზაძემ .

 შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 21 მარტს  განაცხადა, რომ პარტია „ახალს“ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, ამასთან, მან კომიკური უწოდა „1%-იანი თუ 2%-იანი პარტიის“ ლიდერებს შორის პრემიერის პოსტისთვის კინკლაობას. 

 

ირინა მაკარიძე Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა