ეს ადამიანი საერთოდ არ მიგვაჩნია პრეზიდენტად - მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე

სულ ნახვები : 226
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ილია თოფურიასთავის ღირსების მედლის გადაცემა რომ სდომებოდა,  100 კაცი რომ დააჯილდოვა და პატარაიებს და ვიღაცებს რომ დაურიგა, მაშინ დააჯილდოვებდა, - აცხადებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ.

 მისი თქმით, სპეკულაციაა თითქოს პრეზიდენტი აპირებდა თოფურიასთავის მედლის გადაცემას და შემდეგ მიმართეს მას ამ წინადებდებით პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. მდინარაძე ასევე „რადიკალ ნაცად“ მოიხსენიებს სალომ,ე ზურაბუიშვილს და აღნიშნავს როლმ ამბიციის გარეშე შეასრულოს თავისი ფორმალური მოვალეობა. 

„სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია. რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა. ის, სამწუხაროდ, კვლავ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და რაღაც ფორმალური საკითხების გადაჭრისათვის მისი თანამონაწილეობა აუცილებელია, მათ შორის, ღირსების ორდენის გადაცემაზე. დღეს მოვისმინე საოცარი სპეკულაცია, რომ დაასწრო პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემო. არადა, კანონი რომ ვინმეს წაეკითხა, ღირსების ორდენის გადაცემას სჭირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება პრეზიდენტთან, რომ მან გადასცეს ღირსების ორდენი. ამიტომ, ტყუილია ის ამბავი, რომ პრეზიდენტს უნდოდა წინასწარ ორდენის გადაცემა და მას არ შეეძლო. ღირსების მედლის გადაცემა შეუძლია. ღირსების მედლის გადაცემა, რომ სდომებოდა წინა კვირას პირობითად, 100 კაცი რომ დააჯილდოვა და [ბაია] პატარაიებს და ვიღაცებს რომ დაურიგა, იმ მედლით თუ აჯილდოებდა თოფურიას, არ ვიცი, ნამდვილად. ახლა, მან [სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურიას ღირსების ორდენი] ფორმალურად უნდა გადასცეს, შეასრულოს თავისი ფორმალური მოვალეობა ამბიციების გარეშე. ხომ შეიძლება მარტივად. ფორმალური პასუხისმგებლობის აღებას არ სჭირდება ამხელა ამბიციები, არ სჭირდება ამხელა ამბავი, რომ თოფურიას საკითხი ასევე, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ. ამ ადამიანებმა ხომ არ დაიწყეს პოლიტიკურ სპეკულაციებზე ფიქრი და საუბარი, მოუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არ მიგვაჩნია საერთოდ რომ პრეზიდენტია. ზეპარტიული ამბავია და ეროვნული მიზნები და თანხმობა უნდა აღასრულო ისე, რომ არ დაიწყო პოლიტიკური სპეკულაციები. კიდევ პრეზიდენტი რომ გქვია ფორმალურად და დაინახე, რომ პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერ-მინისტრმაც გამოგიგზავნეს ორდენთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები, არიქა, მოდი ჩემთან და ისე ვერ გადავცემ ორდენსო, ამაზე ლაპარაკი არ უნდა დაიწყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა