ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

სულ ნახვები : 212
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საქარლაქო სასამართლოში მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო.  პროცესის დაწყებიდან რამდენიმე  წუთში მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა,  განსასჯელს დისტანციურად არ ჩართავდა, რის გამოც პროცესი გადადო.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი დღევანდელ პროცესზე არ მოვიდა და დისტანციურად ჩართვა ითხოვა, რომ თავისი საბოლოო სიტყვა ეთქვა.  მშობლების განმარტებით, რადგანაც ის დიდი ხანია იზოლირებულია საზოგადოებისგან, ბევრი ხალხის თანდასწრებით. შესაძლოა. დაბნეულიყო და თავისი სათქმელი ვერ ეთქვა.

შემდეგი პროცესი 8 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ლაზარეს ოჯახი პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით შესვლას აპირებს. დღევანდელი პროცესის პარალელურად სასამართლოსთან შეკრებილი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა