ირაკლი კობახიძე ესტონეთის ელჩს შეხვდა

სულ ნახვები : 67
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრეს-ცენტრი ავრცელებს.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობები და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გააქტიურებას ეკონომიკისა და ინვესტიციების  მიმართულებებით.

დიპლომატმა მთავრობის მეთაურს  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ესტონეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა