გახარიას სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს რა ხდება ქვეყანაში - კალაძე

სულ ნახვები : 199
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სერიოზული პრობლემები აქვს, ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში და რეალობას ძალიან აცდენილია“ , - ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე, გიორგი გახარიას განცხადებას.

„პოლიტიკოსი რომ დღევანდელ მოცემულობაში ამ განცხადებას აკეთებს, ერთი რამ ცხადია – ან სერიოზული პრობლემები აქვს, ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში და რეალობას ძალიან აცდენილი.

არ ვიცი, ზოგადად, გუნდში ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი. ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა სწორად არ მიმაჩნია. მას თუ აქვს სურვილი, ისაუბროს რაღაცებზე, ეს რაღაცები, შესაძლოა, ტყუილი იყოს, შეიძლება, რაღაცები მოიგონოს. მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ამ თემის განხილვაში შევიდე“, - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, ესპრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გუშინ, 28 მარტს, ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა: „ჩემი პრემიერობის დროს, როცა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში გადმოყვანის საკითხი დადგა გუნდში, რა არჩევანიც არსებობდა, იმას ვამჯობინე, რომ ღარიბაშვილი უკეთესი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა. არ მინდოდა, ღარიბაშვილი გამხდარიყო ის მინისტრი, რომლის მინისტრობასაც უპირებდნენ – შინაგან საქმეთა მინისტრი“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა