ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსული კანონი მიღებული არ იქნას - ნინო დოლიძე

სულ ნახვები : 231
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ჩვენ დღეს ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კანონი მიღებული არ იქნას, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

"მთელი საზოგადოება ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნდა გახდეს. ჩვენ ვართ მზად და ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. ამ დროს “ქართულმა ოცნებამ” დაინიცირა უკვე მეორედ ისეთი კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირის წევრობას. ჩვენ მოვისმინეთ არა ერთი განცხადება, მათ შორის თავად ევროკავშირის, რომ ასეთი კანონით ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვერ გავხდებით, მოლაპარაკებები არ გაიხსნება, იმიტომ, რომ ეს კანონი არ არის თავსებადი ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ასევე ევროინტეგრაციას. ჩვენ დღეს გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სვლა დასავლური ინტეგრაციისკენ, დემოკრატიული განვითარებისკენ და ა.შ.

თუკი ეს კანონი მიღებული იქნება, უმძიმესი შედეგები ქვეყნისთვის იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დღეს აქ ვიდგეთ და “ქართულმა ოცნებამ” გაიგონოს ქართველი ხალხის ხმა”, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში აქცია "კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა