სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წყნეთის გზატკეცილზე მოძრაობა იცვლება

სულ ნახვები : 33
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობის ტრაექტორია დროებით იცვლება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 20 სექტემბერს 20:00 საათიდან მოძრაობა შეიცვლება.

„20 სექტემბრის 20:00 საათიდან წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად. კერძოდ, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდიდან ვაკის სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება უჩანეიშვილის ქუჩის გამოყენებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა