სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ველი შედგება კრიმინალებისგან - დიმიტრი ხუნდაძე

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ეს წარსული რჩება მის წარსულად და ისტორიად. რა თქმა უნდა, მისი პოლიტიკაში მონაწილეობა ამ ისტორიისგან განცალკევებული ვერ იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, - ასე ეხმიანება პარტია „ახალი“-ს ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას პოლიტიკაში გამოჩენას, პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი , დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით ოპოზიციური ველი, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობა“ შედგება კრიმინალებისგან.

„ფაქტია, ის არის დისკრედიტებული, კრიმინალი, საზოგადოებისთვის უნდა იყოს მიუღებელი და ასეც იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ არა მარტო მე, არამედ მათი ლიდერი სააკაშვილიც. თავადვე შეხედეს, რომ არ გაამართლა წინასაარჩევნო სქემამ და ახლა სააკაშვილი ყველას სთავაზობს, მათ შორის ნიკა გვარამიას, ხაზარაძეს და დანარჩენებსაც, ისევ „ნაცმოძრაობის“ ერთიან ქუდში გაერთიანდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი „ნაცმოძრაობას“ წაართმევენ ხმებს, მაგრამ იმდენს ვერა, რომ ბარიერი გადალახონ.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ველი, ძირითადად „ნაცმოძრაობა“ და ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი შედგება კრიმინალებისაგან, დამნაშავეებისგან, მძიმე წარსულის მქონე ადამიანებისგან. მათ საზოგადოება კარგად იცნობს, ასევე კარგად იცნობს სამართალიც, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისოც. ამიტომ ისინი სამართლებრივი განაჩენის გარდა, ახლა უკვე საზოგადოების მხრიდან პოლიტიკურ საარჩევნო განაჩენს მიიღებენ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა