ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 200
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად, ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია, - ამის შესახებ დღეს, 29 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მას რა თემებზე ხდება საუბარი მასსა და ივანიშვილს შორის, ეს არის პარტიის შიდა საქმე.

„შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი.

რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე. რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს, მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი შიდა საქმე. ყველაფერი, მერწმუნეთ, წარიმართება ისე, როგორც გათვალისწინებულია პარტიის წესდებით“, - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა