„ოცნებას“ ერთი ადამიანიც არ წარმოუდგენია, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა - იაგო ხვიჩია

სულ ნახვები : 224
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ოცნებას ერთი ადამიანიც არ წარმოუდგენია, რომელიც თავის დროზე ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, - ამის შესახებ Cnews-ს გირჩის დეპუტატმა  იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას განუცხადა.

კითხვაზე: ექნება თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვას,  ხვიჩია პასუხობს,  რომ ამის მოლოდინი არ აქვს.

„ძალიან მეეჭვება, რომ საკონსტიტუციო განხილვებმა მოქალაქეების მხარდაჭერა  ჰქონდეს. მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც მთავრობის დახმარება ესაჭიროება საკუთარი უკანალის დასაცავად. მიგვაჩნია, რომ არავის აინტერესებს ამ კანონის მიღება, არც მოსახლეობაზე არ მოახდენს არანაირ გავლენას. მგონია, რომ მარტო „ქართული ოცნების“  წევრები არიან ამით დაინტერესებული. ერთი ადამიანიც არ წარმოუდგენიათ, რომელიც თავის დროზე გახდა ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი და ვინმეს დაცვას საჭიროებს. შესაბასმისად მოგვაჩნია, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადასატანად.  რაც შეეხება განხილვებში მონაწილეობას, ჩვენ ყველაფერში ვმონაწილეობთ იმ თვალსაზრისით, რომ ვესწრებით, ვისმენთ, ვინ რას ლაპარაკობს“, - განუცხადა Cnews-ს იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ პარლამენტში დააინიცირა როგორც კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.  პარლამენტის ვიცე სპიკერის გიორგი კახიანის თქმით  საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საყოველთაო მხარდაჭერა ექნება. 

 ირინა მაკარიძე Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა