აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად - ბლინკენი
...
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება დასავლეთის დროული დახმარება, რადგანაც ის რუსეთთან ომის კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება.
მისი თქმით, აშშ-ის კონგრესმა რაც შეიძლება დროულად უნდა უზრუნველყოს პრეზიდენტს ჯო ბაიდენის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეეხება.
„უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა. აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს დამატებითი დახმარების შესახებ მოთხოვნა, რომლითაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მიმართა“, - განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინა აგრესორის გაძლიერებულ თავდასხმას მაისის და ივნისის თვეში ელოდება, თუმცა იმ შეიარაღებით, რომელიც მას ამ დროისთვის გააჩნია, ძალიან გაჭირდება მტრისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა.