უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც წინა ხაზზე არიან, ხელფასი გაეზარდათ

სულ ნახვები : 1,570
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

უკრაინის უმაღლესმა რადამ, 321 ხმით, მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინელი მებრძოლებისთვის დამატებითი თანხები გამოიყო. 

უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან, დამატებით 70 000 გრივნა დაერიცხებათ.

ის სამხედროები, რომლებიც ფრონტის პირველ ზონაში იმყოფებიან ხელფასისა  ( 20 000 გრივნა = 506$)  და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისთვის განკუთვნილი გასამარჯელოს ( 100 000 გრივნა = $2535) გარდა წინა ხაზზე ბრძოლისთვის  მიიღებენ + 70 000 გრივნას ( 1774$). საერთო ჯამში აღნიშნული სამხედროებს  სახელმწიფო გადაუხდის  4800 აშშ დოლარს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა