კონტეს სახლი ნეაპოლში

სულ ნახვები : 301
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ანტონიო კონტე ყველაზე დიდი ფიგურაა მათ შორის, ვისაც „ნაპოლისთან“ აკავშირებენ. ერთი ხნის წინ მის შესახებ „პარტენოპეელთა“ ყოფილმა პრეს-ოფიცერმა, მასიმო სპარნელიმ ილაპარაკა, თუმცა მის იმდროინდელ სიტყვებს მაინც აკლდა კატეგორიულობა, ახლა კი თელე A-ს გადაცემა თიფოსი Nაპოლეტანი-ში ჟურნალისტმა ახალი ფაქტები მოიტანა.

„ანტონიო კონტე პოსილიპოში (ნეაპოლის მდიდრული უბანი) სახლს ეძებს. ის უკვე დაუკავშირდა რამდენიმე მეგობარს, რომელთაც კარგი საცხოვრებლის შერჩევაში დახმარება სთხოვა. გარდა ამისა, კონტემ აურელიო დე ლაურენტისს შეუთვალა, რომ მას სულ მცირე ორი ფეხბურთელის დამატება დასჭირდება. ესენი არიან 27 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველი ლუკას მარტინეს კუარტა, რომელიც „ფიორენტინაში“ თამაშობს და 23 წლის მაკედონიური წარმოშობის შვედი ფლანგის ნახევარმცველი დეიან კულუშევსკი „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“, — თქვა სპარნელიმ, რომელმაც დასძინა, რომ ენთუზიაზმით აღსავსე კონტე უკვე საკუთრივ „ნაპოლის“ რამდენიმე მოთამაშესაც ელაპარაკა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა