არ იქნება ერთი, იქნება _ სამი

სულ ნახვები : 906
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

25-28 აპრილს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ძიუდოში. სქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, კონტინენტის პირველობაზე საქართველო საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით მიდის.

დიდ ალბათობით საქართველოს ნაკრები გამოტოვებს -60 კგ წონით კატეგორიას, რის ხარჯზეც გაორმაგდება ერთბაშად სამი, -73, -90 და +100 წონითი კატეგორიები.

როგორც გუჯეჯიანმა აღნიშნა, ეს სია საბოლოო არ არის და ტურნირის დაწყებამდე შეიძლება მცირე ცვლილება იყოს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლაშა ბექაურის ასპარეზობა.

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე

81 კგ - ტატო გრიგალაშვილი

90 კგ - ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი

100 კგ - ილია სულამანიძე

+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა