რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა

სულ ნახვები : 74
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 14 ადამიანი დააკავა.

უწყების მტკიცებით, აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაშავდა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

"სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა", - წერია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა