მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი - შალვა პაპუაშვილი

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უნდა ეს ვინმეს თუ არა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ (რუსული კანონი) დღეს, 16 აპრილს პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რა განცხადებას გააკეთებენ ევროპელი პარტნიორები, რადგანაც მთავარი არის ქართველი ხალხის ნება, ქართველ ხალხს კი სურს, რომ ეს კანონი იქნას მიღებული.

„ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. მითუმეტეს, როდესაც იქაც სხვა კი არ არის, როცა ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, რომ ვეკითხებით რატომ, რატომ არ უნდა იქნას ეს კანონი მიღებული, გვეუბნებიან იმიტომ რომ თქვენთან საზოგადოების რომელიღაც ნაწილს არ უნდა, რატომ არ უნდა? იმიტომ რომ არ უნდა, ვეკითხებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ, იმიტომ, რომ უცხოელები გვეუბნებიან არ მიიღოთო, ასეთი ურთიერთმითითება მიდის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა