იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კალანდარიშვილსა და ცესკოს წევრობის სამ კანდიდატს მხარი დაუჭირა

სულ ნახვები : 96
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს მოუსმინა.

„ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარეობის ერთადერთ კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს წევრობის 3 კანდიდატს, მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს, მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის,  „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი 3 ეტაპიანი გახდა - პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება და არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ.

აღნიშნულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თუმცა, მმართველმა გუნდმა უმრავლესობამ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები მაინც დაამტკიცა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა