ფსბ-ს სპეცჯგუფი თბილისში, - აქციის დარბევას და აგენტების კანონის მიღებას რუსეთი გააკონტროლებს!

სულ ნახვები : 4,866
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტში ე.წ.აგენტების კანონის განხილვა აქციების ფონზე იწყება.

როგორც ირკვევა თბილისში ფსბ-ს სპეციალური ჯგუფი საქართველოს ხელისუფლების გასაკონტროლებლად უკვე მოავლინეს!

გუშინ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა პატრუშევმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარესთან.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციაზე.განიხილეს ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის დეტალები.

ისრაელის რუსეთს ირანის მხარდაჭერაში ადანაშაულებს და ამის დასტურად,საგარეო დაზვერვის მონაცემები მოყავს,რუსეთი მსგავს პრეტენზიებს არ ეთანხმება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ერთადერთი თავისტკივილი ებრაელ კოლეგასთან ურთიერთობის  გარკვევა არაა.გუშინვე პატრუშევს ვიდეოკონფერენცია ქონდა რუსეთის ძალოვანი ბლოკის ხელმძღვანელებთან.საუბრის  დღის წესრიგში იყო არც მეტი არც ნაკლები, აგენტების კანონის განხილვის ფონზე, არეულობა თბილისში. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების კონტროლქვეშ იმყოფება,და კანონის მიღება სწორედ რუსული მხარის რეკომენდაციაა.

თათბირზე პატრუშევმა განკარგულება გასცა, საქართველოს ხელისუფლება აიძულონ, ძალისმიერი მეთოდით დაშალოს საპროტესტო დემონსტრაცია, რომელიც რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგება.თბილისში უკვე გაემგზავრა კონსულტანტთა ჯგუფი, რომელსაც დაევალა საქართველოს ხელისუფლების ადგილზე კონტროლი, იმისათვის რომ ე.წ.აგენტების კანონი პარლამენტმა სამივე მოსმენით დროულად მიიღოს. ფსბ-ს სპეცჯგუფი საქართველოს დედაქალაქში კანონის სამივე მოსმენით მიღებამდე დარჩება და საპროტესტო აქციის დარბევასაც გააკონტროლებს.

ინფორმაციას სკანდალური ტელეგრამ არხი Генерал СВР ავრცელებს !

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა